19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"ლოგინშიც ხომ გვხრეტავენ?! ბარემ დაგვბომბონ და დაისვენებს ეს ხელისუფლება" - მოსახლეობა პანკისიდან

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ მხოლოდ დროებით - ვითარების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს პროექტის განხორციელებას, მაშინ ჰესი არ აშენდება.

„ორი ჰესი გვაქვს, პატარა და დიდი. მეტი რად უნდა ამ პატარა ხეობას. რატომ სხვაგან არ აკეთებენ ამ ჰესებს. გააკეთონ ალვანში გადასასვლელთან? რაღა ამ პანკისის ხეობას დაშურდნენ. ალბათ უნდათ ჩვენი გასახლება აქედან. ბარემ დაგვბომბონ. თქვენც დაისვენებთ, ჩვენც დავისვენებთ. ლოგინშიც ხომ გვხრეტავენ ესენი, ბარემ დაგვბომბონ, ჩვენც დავმშვიდდებით და ეს ხელისუფლებაც დაისვენებს,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ შეტაკებების პროვოცირება თავად სამართალდამცავებმა მოახდინეს და ისინი იძულებულები იყვნენ თავი დაეცვათ. მათი თქმით, სწორედ ამიტომ გამოიყენეს ქვები სპეცრაზმის წინააღმდეგ.  სამართალდამცავებმა კი მათ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ესროლეს.

„ესენი ადამიანები არიან? რის გულისთვის, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას? რატომ  გვჩაგრავენ? თვითონ დაიწყეს, თვითონ აწყობთ ასეთი რაღაცა. ჩემი შვილიც არის დაჭრილი. არ გვინდა ეს ჰესი. ჩვენ გვინდა სიცოცხლე. ვიბრძოლებთ ბოლომდე,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამავე თემაზე
დღის ამბები