26 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
"ხადორი 3" - ჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაში და მოსალოდნელი საფრთხეები

ჰესის „ხადორი 3“ დაგეგმილი მშენებლობა პანკისში მდინარე ალაზნის გარკვეულ ნაწილის მილის ქვეშ მოქცევას გამოიწვევს. გვირაბის აშენება 4.5 კმ.-ის მანძილზე იგეგმება, რომელიც 2.5 დიამეტრის იქნება. უზარმაზარ მილში, რომელიც სოფელ ბირკიანთან ახლოს ჩაივლის, მდინარე ალაზნის ძირითადი ნაწილი მოექცევა. 

პროექტის მიხედვით, სოფელთან ალაზანი ისეთი სახით, როგორც ის დღეს არის, აღარ იქნება. მოსახლეობას მოსარწყავად მხოლოდ მდინარის 10% დარჩება.

სხვადასხვა რეგიონების მაგალითების გათვალისწინებით, მდინარე, რომელიც საკმაოდ წყალუხვი იყო, გარკვეულ მონაკვეთზე ძველი სახით აღარ არსებობს და მიწის ქვეშ არის მოქცეული. 

ექსპერტების აზრით, მსგავსი მშენებლობების შემთხვევაში, უნდა იყოს შესწავლილი სხვა პრობლემებიც. არ არის გამორიცხული, ჰესის მშენებლობამ, პანკისის ხეობაში სასმელი წყლის შემცირება ან საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს.  

„ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ამ ხეობაში ორი ჰიდროელექტროსადგური უკვე აშენებულია. ეს არის „ხადორი“ და „ხადორი 2.“ ეს არის მდინარე, რაც დარჩა, მილიდან გამომავალი წყალი. ეს არის ალაზანი დარჩენილი რეალურად ერთი მილი, „ხადორი 1“ ჰესის გამო. მთელი მდინარე რეალურად, ჩაეშვა გვირაბში,“ - აცხადებს დავით ჭიპაშვილი.

"მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა მდინარე ალაზნის ჰიდროლოგიური რეჟიმი. 

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც ერთ ამ პროექტში, შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა მდინარე ალაზნის ჰიდროლოგიური რეჟიმი, რა ზემოქმედება ექნებოდა ამ თუ სხვა დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურებს მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, მათ შორის მიწისქვეშა წყლებზე და რომელიც პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს და ახდენს თუნდაც ამ მდინარის შენაკადებზე. შეიძლება დაშრეს, შეიძლება შემცირდეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, სდაც ეს ყველაფერი დეტალურად უნდა ყოფილიყო შესწვლილი და გავლილი ყოფილიყო დეტალური შეფასება სამნისტროს მხრიდან, ეს დოკუმენტი და ეს ჩვენს შენიშვნებშიც გვაქვს აღნიშნული, წარმოადგენს გადაკოპირებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს სხვა ჰიდროელექტროსაგურებიდან, სადაც სიტყვა სიტყვით, წერტილ მძიმით არის გადმოსული,“ - აცხადებს დავით ჭიპაშვილი. 

დღის ამბები