19 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
დაპირისპირება და შეტაკებები პანკისში - სხეულის დაზიანება 40-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო 

პანკისში მომხდარი შეტაკებების დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

თელავის ორ კლინიკაში გუშინ სულ 40-ზე მეტი დაზარალებული შეიყვანეს. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ისე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები.

სპეციალისტების განმარტებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. დაკვირვება ამ დრომდე გრძელდება რამდენიმე პაციენტზე.

"ამ ეტაპზე მათი თბილისში გადაყვანა საჭირო სავარაუდოდ არ გახდება, იმიტომ, რომ მათ აღენიშნებოდათ ზედაპირული ტრავმები, თავისა და გულმკერდის არეში,"-განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები