19 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
აქცია ფოთში - ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები, დასახლებაში მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილებას აპროტესტებენ 

აქცია ფოთში - ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები, დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილებას აპროტესტებენ.

ადგილობრივებმა პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანებს პორტისა და სხვადასხვა ტერმინალების ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებები გადააქვთ, რაც ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველია.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი დევნილები არიან, რადგან ამ დასახლებაში 100-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები