25 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73 %-ზე მეტი მიიღო

უკრაინის ცეტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. ბიულეტენების 70 % -ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73 %-ზე მეტი მიიღო. პოროშენკომ კი 24.6 %.

არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.  ზელენსკი უკვე ესაუბრა დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს.

არჩვენების შედეგებს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც უკრაინასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოფიციალური შედეგები 30 აპრილს გახდება ცნობილი.

"რუსეთთან ურთიერთობისას ჩვენ ვიმოქმედებთ ნორმანდიის ფორმატში, გავაგრძელებთ მინსკის პროცესს, თუმცა ამავდროულად გვექნება ახალი დანიშვნები და საქმეს ბოლომდე, ცეცხლის შეწყვეტამდე მივიყვანთ. ბუნებრივია, მინსკის მოლაპარაკებების გარდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დაბრუნდეს ყველა ჩვენი დაკავებული მოქალაქე. ყველა ტყვე ჯარისკაცი, ჩვენი მეზღვაურები. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი . არ ვიცი მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, რადგან დღეს მე ჯერ არ მაქვს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური სტატუსი. მე დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს მშობლებს ვესაუბრე. დავპირდი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები სახლში დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია,"-განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები