"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჯელალ ქიქავა, ბათუმის მერის კაბინეტთან პროტესტს აგრძელებს.
ქიქავა მერიის სამსახურების, აიპების თანამშრომელთა სიებს ითხოვს. მისი განცხადებით, საკრებულოებისა და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს საკუთარი ნათესავები ჰყავთ დასაქმებული.
ჯელალ ქიქავამ მაგალითად საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი პატარაძე მოიყვანა. ქიქავას მტკიცებით, დეპუტატის მამა ბათუმის წყალში მაღალ თანამდებობას იკავებს.
ირაკლი პატარიძემ ჯელალ ქიქავას უპასუხა. მისი განმარტებით, მამა ნამდვილად დასაქმებულია ბათუმის წყალში . მან 7 თვის წინ დაიწყო მუშაობა. ჯელალ ქიქავას კი აჭარის სირცხვილი უწოდა.