20 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
ელმავალმშენებლის თანამშრომლები სამუშაო პროცესის განახლებას ითხოვენ

ელმავალმშენებლის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. მუშების თქმით, მართალია სახელფასო დავალიანება დაიფარა, მაგრამ დეკემბრის შემდეგ წარმოება გაჩერებულია და შესაბამისად საწარმოს თანამშრომლები საარსებო წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.

ელმავალმშენებლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მუშაობის გასაახლებლად ყველა რესურსი გააჩნია. თავის მოთხოვნებს მუშები დღეს ქარხნის დირექტორს გააცნობენ.

„იანვრის აქეთ სამუშაო პროცესი ფაქტობრივად ქარხანაში არ მიმდინარეობს. 1 თეთრის ღირებულების პროდუქცია არ გამოუშვია ქარხანას. დირექცია სრულ გაურკვევლობაშია, სამუშაო არის, შეკვეთები არის, ხალხსაც მუშაობა უნდა, მონდომებულია და ვერ გავარკვიეთ რა ხდება, რატომ არ ახლდება სამუშაო პროცესები,“ - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

დღის ამბები