19 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
"კარტელური გარიგებები ხელისუფლებაში"- “სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ლევან გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. შარაშიძე ამბობს, რომ მათი განცხადების საფუძველზე კარტელური გარიგებებისა და კორუფციის ფაქტებს არ იძიებენ.

გიორგი შარაშიძე ე.წ. კარტელურ გარიგებებში სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, ხეჩიკაშვილმა კარტელურ გარიგებებში შესვლა შესთავაზა, უარის შემდეგ კი “სიტროინ ჯორჯია” უსაფუძვლოდ ბაზრიდან გააძევა. 

შარაშიძე ამბობს, რომ ყველა ბიზნესს, რომელიც ე.წ. “ატკატს” არ იხდის ხელისუფლება ავიწროებს.

„გავახმოვანეთ ის უმაღლესი თანამდებობის პირები,რომლებიც მფარველობენ ამ საქმეს და აქვთ უშუალოდ ამ ბიზნესზე მფარველობა აღებული.

ჩვენს სფეროში ბიზნესი, მარკეტინგი, კრეატივი საჭირო არ არის, ჩვენს სფეროში საჭიროა, ხალხს მისცე სწორი „ატკატები“. მე ვიძახი საავტომობილო სფეროში. ასე ტარდება ტენდერები, ასე იგებენ და ასე ცოცხლობს 6 კომპანია, რომელიც განაგებს. აქედან სამის მფლობელი არის ხეჩიკაშვილი, რომელიც იყო სპორტის მინისტრი ამ წლებში,“-ამბობს "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი შარაშიძე.

განცხადებები შარაშიძემ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” სხდომაზე გააკეთა. დღეს შარაშიძის უფლებადამცველმა და ფრაქციის თავმჯდომარემ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა მოითხოვეს. 

დღის ამბები