25 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
ასეთ სარისკო რეგიონში აქვთ საფუძვლიანი წარმოდგენა, რომ ხელისუფლება არის თან სუსტი და თან უსამართლო - ბოკერია პანკისის დაპირისპირებაზე

დაპირისპირება პანკისის ხეობაში - არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას „ევროპული საქართველო“ მინისტრებისგან ითხოვს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი უნდა მივიდნენ. მისი თქმით, მათ უნდა განმარტონ, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული პანკისში და როგორ ამართლებენ იქ სპეცრაზმის შეყვანას.

ბოკერია გახარიას გადაწყვეტილებებს, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის და სპეცსაშუალებების გამოყენების შესახებ, უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხეობის მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ხელისუფლება სუსტი და უსამართლოა.

Related image„გაირკვა, რომ ის, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა თურმე გადალახვადი იყო და აუცილებელი იყო ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი,რომ გადაეფიქრებინათ თავიანი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა ასე ჯერ მოქმედება და მერე ფიქრი,რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებთ. კანონის უზენაესობას თვითონა რ იცავენ. ეს რეგიონი არის მიტოვებული და ხელისუფლების როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია ვერ და არ ასრულებს.ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში აქვთ წარმოდგენა და ამ შემთხვევაში საფუძვლიანი, რომ  ხელისუფლება არის თან სუსტი და თან უსამართლო,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები