20 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
"პირდაპირი დანაშაული სპეცსამსახურების და ასევე შს სამინისტროსი" - გოცირიძე პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე 

შს სამინისტროს და სპეცრაზმის დანაშაული - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ მცირე ჰესის მშენებლობა არ დააზიანებდა ხეობასა და ბუნებას. გოცირიძე მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

Image result for რომან გოცირიძე„ეს იყო ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა, ეს იყო პირდაპირი დანაშაული სპეცსამსახურების და ასევე შს სამინისტროსი, რომელებმაც ვერ შეაფასეს სწორად არსებული ვითარება. ბეწვზე გადავურჩით შეიძლებოდა გაცილებით უარესი მომხდარიყო. 5 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ეს ჩვენი ენერგეტიკისთვის არის წვეთი ზღვაში. ისევე, როგორც სწორად აშენების შემთხვევაში ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ასეთი ჰესის მიერ არის მინიმალური.

"ამ მოვლენების სწორად ახსნის მოსახლეობასთან დიალოგის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვა შედეგი მიგვეღო. თუ გავითვალისწინებთ იმ რთულ სპეციფიკას, ამ რეგიონში ადამიანების ცხოვრების ტრადიციულ სტილს და განსაკუთრებულ განცდას ბუნებისადმი, თუ მათ არ უნდათ, ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო ,ეს არის ელემენტარული, ეს ვერ შეიგნო ხელისუფლებამ და  მთლიანობაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ მათ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები