19 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
სამი მუქთახორაა და ეს სამი მუქთახორა შეიძლება გამოწვეულ იქნას - გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე 

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული წევრები, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას იუსტიციის საბჭოს სამი წევრის გაწვევასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ. ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს ის წევრები, რომელიც დასახელებული იქნა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ხელფასს ტყუილად იღებენ და ისინი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ.

Image result for ლევან გოგიჩაიშვილი„ესენი უნდა იყვნენ გამოწვეულები.  ეს სამი ადამიანი ტყუილად იღებს ხელფასს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, ისინი იღებენ ხალხის ფულს მაგრამ ასრულებენ ჩინჩალაძის დავალებას. არანაირი სახიფათო პრეცედენტი არ შეიქმნება. სამი მუქთახორაა და ეს სამი მუქთახორა შეიძლება გამოწვეულ იქნას,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ მოთხოვნა იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დააყენა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია სამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ისინი ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ. „ევროპული საქართველო“ თვლის, რომ იუსტიციის საბჭოს ეს სამი წევრი კონკრეტული ჯგუფების მითითებას ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები