20 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დასაფარად გასულ წელს თითქმის ორ ნახევარი მილიარდი ლარი გადაიხადა

საქართველომ გასულ წელს საგარეო და საშინაო ვალის დასაფარად თითქმის ორ ნახევარი მილიარდი ლარი გადაიხადა. სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ვალის გადახდა 2021 წელს მოუწევს.

ექსპერტები ამბობენ, რომ თანხის ათვისება საქართველოში არაადეკვატურად ხდება და შედეგიც სახეზეა - უკეთესობას და ეკონომიკურ წინსვლას ვალების მიუხედავად მოსახლეობა ვერ გრძნობს.

„მთავრობა ხარჯავს უფრო მეტს ვიდრე შემოსავლები აქვს და საბოლოო ჯამში ეს ვალიც არის გადასახადიც, იქიდან გამომდინარე,რომ ეს არის ჩვენი გადასახდელი. ეს არის ჩვენი ფული,რომელიც გაუგებარია სად მიდის იქიდან გამომდინარე,რომ მთავრობა ამ ვალს რასაც იღებს ძალიან ცუდად ხარჯავს ყოველ წელს,“-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტი რატი აბულაძე კი ამბობს, რომ საგარეო ვალი გადასახადის გადამხდელ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. მისი თქმით, საგარეო ვალი იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა კი დადებით დინამიკას არ აჩვენებს.

"ქვეყანაში როგორი მასშტაბითაც იზრდება ვალი, იმ მასშტაბით რომ ეკონომიკა იზრდებოდეს კარგი იქნებოდა,"-ამბობს აბულაძე. 

დღის ამბები