20 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა 5 წლისაა

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა 5 წლისაა - იუბილეს აღსანიშნავად ბიბლიოთეკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრას დაესწრნენ გიული ალასანია და გელა ჩარკვიანიც. იუბილეში მონაწილება ვიდეო-ჩართვით მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბიბლიოთეკის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი, უცხოეთში დავდიოდი მივლინებებში, დავდიოდი წიგნის მაღაზიებში და ჩამომქონდა რამდენიმე რაღაცა. მომქონდა წიგნები დიზაინზე, პოლიტიკურ მეცნიერებაზე.

ცხრა წელიწადი იყო არა სისხლიანი ცხრა წელიწადი, როგორც რუსული პროპაგანდა ამბობს, არამედ იყო საქართველოს არსებობის და აღმშენებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცხრა წელიწადი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები