20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ტერაქტები შრი-ლანკაზე - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს

შრი-ლანკას მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტებს 310-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აქედან სულ მცირე 30 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 500-მდე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მიერ იყო ორგანიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკაზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას შეერთებული შტატებისა და ინდოეთის სპეცსამსახურები აფრთხილებდნენ.

ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალოვანი უწყებები შეტყობინენებს ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმების შესახებ ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა ამას სათანადო რეაგირება ამ მოჰყოლია. მისი თქმით, ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული არც ქვეყნის პრემიერ მინისტრი და არც მინისტრთა კაბინეტი.

დღის ამბები