ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სულ მცირე 24 ადამიანი. დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ.
ადგილობრივი სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში დაფიქსირდა.
მიწისძვრა დედაქალაქ მანილაშიც იგრძნობოდა. ძლიერი ბიძგების შედეგად ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადმოიღვარა. ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.