23 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
"მოუთმენლად ველით, ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას" - აშშ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

შეერთებული შტატები უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს და რეფორმების გატარების კუთხით მხარდაჭერას ჰპირდება. ვაშინგტონი დადებითად აფასებს უკრაინაში საარჩევნო პროცესსაც. განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

“ვულოცავთ უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასახავს აქტიურ დემოკრატიას უკრაინაში 2014 წლის ღირსების რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ და რუსეთის უმოწყალო აგრესიის 5 წლის თავზე. ჩვენ მოუთმენლად ველით არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას,” - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

დღის ამბები