19 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
მორიგი ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში - დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

მორიგი ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში - პირველი ბიძგებიდან 24 საათის შემდეგ 6,3 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა ვისაიას რეგიონში მოხდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. 24 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ.

სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.1 მაგნიტუდის ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრა დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ძლიერი ბიძგების შედეგად მანილაშიც ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადმოიღვარა. მომხდარის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღის ამბები