20 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
"განათლება პირადად ჩემთვის არის ცხოვრებაში პირველი" - პრემიერი განათლების მინისტრთან ერთად წეროვანში იმყოფებოდა 

პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა წიგნის დღესთან დაკავშირებით წეროვანის საჯარო სკოლა მოინახულეს და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადასცეს. მამუკა ბახტაძის თქმით, განათლება მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერმა დაუღალავი შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, წეროვანის დევნილთა დასახლებაში კიდევ ერთი საჯარო სკოლა აშენდეს.

„საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს დღეს წიგნის დღეს და გადავწყვიტეთ, რომ წიგნის დღე დავიწყოთ სწორედ თქვენთან შეხვედრით და წიგნების გადმოცემით თქვენთვის, თქვენი ლამაზი ბიბლიოთეკისთვის. ამ სკოლაში ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს და მინდა თქვენს მასწავლებელს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა და ჩვენც ძალიან ბევრს გავაკეთებთ, ძალიან ბევრს დამერწმუნეთ. განათლება პირადად ჩემთვის არის ცხოვრებაში პირველი რამ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების მინისტრმა ნებისმიერი სკოლის დახმარებისთვის, ბიბლიოთეკის და ლაბორატორიის მოწყობის კუთხით მზად ყოფნა გამოთქვა.

„ამ სკოლას მართლაც განსაკუთრებული შედეგები გაქვთ და მართლა დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის. ვიცით, რომ 2 ცვლაში მიმდინარეობს სკოლის სწავლა  და მართლაც უზარმაზარ ენერგიას ხარჯავთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და რაც მინდა გისურვოთ ეს არის მომავალი წარმატება, რომელიც მიიღწევა კარგი სწავლით, რაც შეიძლება მეტი წიგნებთან მუშაობით და ჩვენი მხრიდანაც იგივე წიგნების კუთხით რაც შეიძლება გავაკეთოთ, სხვადასხვა ლაბორატორიების კუთხით, მზად ვართ, როგორც თქვენს სკოლაში, ასევე ნებისმიერ სკოლას დავეხმაროთ,“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

დღის ამბები