23 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ორ იუბილეს აღნიშნავს 

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ორ იუბილეს აღნიშნავს. დედოფალი ელისაბედ მეორე 93-ის, მისი შვილთა შვილი პრინცი ლუი კი ერთი წლის გახდა.

ბრიტანეთის მონარქის იუბილესთან დაკავშირებით ქვემეხებიდან ჯერ ჰაიდ პარკში, შემდეგ კი თაუერთან გაისროლეს.

ელისაბედ მეორე 21 აპრილს დაიბადა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები აღნიშნავენ, თუმცა ოფიციალურად საზეიმო ღონისძიებები ივნისში იმართება. რაც შეეხება მისი შვილთა-შვილის, უილიამის მესამე ვაჟის- ლუის იუბილეს, სამეფო ოჯახმა პატარა პრინცს დაბადების დღე ოფიციალური ფოტოების გამოქვეყნებით მიულოცა.

დღის ამბები