25 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
აქციის ერთ მონაწილეს მაინც თუ დააკავებენ მთელი ხეობა ჩავბარდებით - პანკისელები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ

პანკისელები ხელისუფლებასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. როგორც ხეობის მაცხოვრებლები აცხადებენ, ისინი არც ჰესის მშენებლობას შეეგუებიან და არც მათი თანასოფლელების დაკავებას დაუშვებენ. უახლოეს მომავალში კი პოლიციამ სავარაუდოდ, პანკისელების დაკითხვას დაიწყებს. ძიბახევში მომხდარ შეტაკებაში მონაწილე სამართალდამცველების ნაწილი გუშინვე გამოიკითხა.

ხეობის მოსახლეობა აცხადებს,რომ მათ გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი არ აქვთ, მათი განმარტებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე სამართალდამცველები მხოლოდ დაშავებულ პოლიციელებს ჰკითხავენ.

პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ხეობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები აქციის ერთ მონაწილეს მაინც დააკავებენ, მთელი ხეობა პოლიციას ჩაბარდება.   

„მომხდარის შემდეგ ამ ჰესზე საუბარი, ამ ჰესზე მოლაპარაკებები არ ვიცი როგორ უნდა წარმართონ არ შემხვედრია ადამიანი, მით უმეტეს ამ შეხვედრის შემდეგ რომელიც მეტყვის, რომ თანახმა იქნება ამ ჰესზე მეტი საუბარი იყოს. შს მინისტრის განცხადება დიდად არ განსხვავდება იქამდე გაკეთებული განცხადებებისგან. ის ყოველთვის ამბობს: "დავსჯით, დავსჯით".

კარგი ბატონო, დასაჯეთ მაშინ მთელი ხეობა. ხეობის დიდი ნაწილი იდგა იქ, ვიღაცამ აიღო ქვა, ვიღაცამ ჯოხი აიღო. განწყობა ასეთია, გუშინაც ამბობდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილე თუ დაიჭირეს, არ ვაწვალებთ ამ პოლიციას, ყველა ამ აქციის მონაწილე ჩავალთ პოლიციაში და თვითონ ჩავბარდებით,“- აცხადებს სულხან ბორძიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები