20 მაისი 2019,   09:38
ვრცლად
ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა ბავშვებს აჭარაში დაუდგინდათ - UNICEFI-ის საგანგაშო კვლევა

აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ესაა იმ რეგიონების ჩამონათვალი, სადაც ბავშვები დაუდგენელი მიზეზით იწამლებიან და მათ სისხლში ტყვიის შემცველობა საგანგაშოდ მაღალი რჩება.

ბავშვების სისხლში რომ ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია, ამჯერად „UNICEF“-ის კვლევამაც დაადასტურა. სისხლის ნიმუშები კი მსოფლიოს წამყვანმა ლაბორატორიებმა გააანალიზეს. როგორც გაირკვა, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა მხოლოდ თბილისელი ბავშვების პრობლემა არ არის და ეს საკითხი რეგიონებში გაცილებით მწვავედ დგას.

ჯანდაცვის მინისტრი კვლევას საგანგაშო არ უწოდებს. მისი თქმით, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლებიც პრობლემის არსებობას აღიარებენ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიგეგმება.

„პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. კი ბატონო, გასაგებია რისი ფორმალიზაციაც მოხდა, ახლა რას აპირებს სახელმწიფო, რა უნდა გააკეთოს,რომ საკითხი მოგვარდეს? 16 ბავშვი, რომელთა მონაცემები კვლევის ჩატარებამდე წინასწარი ვიცოდით, რომლებსაც 30-ზე უფრო მაღალი ჰქონდა, მათთან უკვე ჩატარებული არის განმეორებითი კვლევები, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის ჩატარებული. პოზიტიური სიახლე არის ის რომ ეს 16 ბავშვი კლინიკურად არის ჯანმრთელი,“-განაცხადა მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

გამოკვლევა კი 1600 ბავშვს ჩაუტარდა, მათ 41% სისხლში ტყვია აღმოაჩნდა. ყველაზე მაღალი პროცენტი აჭარის რეგიონში ფიქსირდება, აქ ტყვია სისხლში გამოკვლეულია ბავშთა 85% აღმოაჩნდა, შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლებ ბავშვს ტყვიის შემცველობა სისხლში ქვემო ქართლში გამოუვლინდა.

დღის ამბები