23 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას მწვანე ნარგავები ნადგურდება - ენმ 

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მწვანე ნარგავები ნადგურდება. განცხადებას ამის შესახებ ოპოზიცია აკეთებს და მიმდინარე პროცესს აპროტესტებს.

ენმ-ში ამბობენ, რომ სანაპიროზე ჯებირების გამაგრების პროცესი უკვე 2 წელია, ვადების დარღვევით მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რის გამოც რეკრეაციული ზონა ზიანდება.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პროცესის გაკონტროლებას მოითხოვს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მაისის ბოლოს ყველა ხარვეზი გასწორდება. 

დღის ამბები