21 აგვისტო 2019,   20:57
ვრცლად
შრი-ლანკაში ტერაქტების სერია ახალი ზელანდიის მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება - გამოძიების შედეგები 

შრი-ლანკაში ტერაქტების სერია ახალი ზელანდიის მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღდგომის დღეს ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებები რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ მოეწყო და ამით იძია შური ქრაისთ-ჩერჩის ორ მუსლიმურ სალოცავზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ერთი თვის წინ 50 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემით, მასშტაბური ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შრი-ლანკაში 321- მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის 30 უცხოელია. ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსალოდენელი თავდასხმების შესახებ შეერთებული შტატებისა და ინდოეთის სპეცსამსახურებმა ორი კვირით ადრე გააფრთხილეს, თუმცა სათანადო ზომები შრი-ლანკას არ მიუღია.

დღის ამბები