16 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
რატომ დატოვა თანამდებობა ლაშა ჟვანიამ - პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტება

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია მოისწრაფიშვილმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟვანიას გადადგომის მიზეზი, პრეზიდენტთან დაპირისპირება და კონფლიქტი გახდა. 

ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.

„ბატონი ლაშა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა. ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ ის შეძლებდა უკან დაბრუნებას. ჯერჯერობით არანაირი კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი იყოს, არ განიხილება. არანაირი დაპირისპირება არ არის,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები