25 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
სრული უსუსურობის და უპასუხისმგებლობის გადაფარვა უნდა ბატონ გახარიას ამ ღლიცინით - ბოკერია ფინჯან ყავაზე დაპატიჟებაზე

„სრული უსუსურობის და უპასუხისმგებლობის გადაფარვა უნდა მთავრობას და ამ შემთხვევაში ბატონ გახარიას ამ ღლიცინით,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შს მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საქმე ეხება, გიორგი გახარიას გამოხმაურებას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებმაც პანკისში განვითარებული მოვლენების გამო მინისტრის პარლამენტში დაიბარა.  გახარიამ კი პასუხად თქვა, რომ პარლამენტში მხოლოდ მინისტრის საათის ფორმატში მივა, დამატებით მის სანახავად კი დეპუტატებს შეუძლიათ ის ყავაზე დაპატიჟონ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მინისტრის ამგვარი გამოხმაურება უსუსურობის მაჩვენებელია. მისივე განცხადებით, პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარებენ, ის ვალდებული იქნება მივიდეს.  

„რეალობა არის ძალიან მძიმე, ის, რაც ვიხილეთ პანკისში, ის რასაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში და ის დამოკიდებულება, რაც აქვთ პარლამენტის მიმართ და საკუთარი დადგენილი წესების მიმართ. ეს რამე შეთავაზება კი არ არის, ან კი არ გვსიამოვნებს მათთან პერსონალური ურთიერთობა, ეს არის მათი ვალდებულება და ჩვენი უფლება, რომ მოვიწვიოთ დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული "ოცნების" და ივანიშვილის გუნდის მიერ, რომ ასეთი რეგლამენტი მიიღეს და პირველივე წინააღმდეგობებზე, როცა პრობლემატური საკითხია მერე არღვევენ საკუთარ წესებს. ეს არის მაგალითი იმის, როგორ მართავენ ისინი საერთოდ ქვეყენას, რომ მათთვის წესები არ არსებობს, როგორც კი გაუჭირდათ, ეგრევე ღლიცინზე გადავიდნენ, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები