22 მაისი 2019,   05:49
ვრცლად
დამცინავია ჩაის და ყავის ხსენება, ასე ვთქვათ ხუმრობებით უნდათ ვიღაცებს ამ მძიმე პრობლემის გაუბრალოება - რომან გოცირიძე

„ამ შემთხვევასაც, ბუნებრივია, ხელისუფლება არ გამოიძიებს, ვინაიდან პირდაპირ ჩანს მათი დანაშაული, მათი სიბრიყვე და ქვეყანა დააყენა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

დეპუტატი პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც სამართალდამცავები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ მსგავსი გადაცდომები გამოიძიოს და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ.

რომან გოცირიძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს, რომელმაც დეპუტატების მოთხოვნას, რომ ის პარლამენტში მივიდეს, ხუმრობით უპასუხა - "თუ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ".

რომან გოცირიძის შეფასებით, მინისტრისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება საკითხის გაუბრალოებას ისახავს მიზნად.

„ასე, რომ გამოძიებას დაველოდოთ, ეს მორიგი ფრაზა, არის აბსოლუტურად ცინიკური და ზოგადად, დამცინავი საზოგადოების წინაშე. ისევე, როგორც დამცინავია ჩაის და ყავის ხსენება და ასე ვთქვათ, ხუმრობებით ამ მძიმე პრობლემის გაუბრალოება უნდა ვიღაცებს. ყავის სმა და ჩაის სმა მე გამიგონია - ბოსტონის ჩაის სმა, ამერიკაში, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ამერიკული რევოლუციის დასაწყები და ნუ ეხუმრებიან ჩაის და ყავას და აუბრალოებენ ვითარებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყების გამო მოსახლეობის პროტესტი უძღოდა წინ. ადგილობრივებმა „ხუდონ 3“-ის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ხეობაში სპეცრაზმი შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები