20 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ისე ჩაუყავით ხალხს ჯიბეში ხელი და ფული ამოაცალეთ, რომ საინვესტიციო საბჭოც კი არ იყო შექმნილი - ოპოზიცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს აკრიტიკებს 

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, კანონმდებლები ამომწურავ პასუხებს სთხოვენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაგროვებით პენსიის პროექტი ბუნდოვანია და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

"ევროპულ საქართველოს” დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის მთავარი კითხვა საინვესტიციო საბჭოს შექმნას ეხება. დეპუტატი ამბობს, რომ არასწორი იყო ფონდის შემქნა საბჭოს დაკომპლექტებამდე, რადგან ამის გამო ფონდში ჩარიცხულ თანხებზე ნაკლები სარგებლის დარიცხვა მოხდა.

Related image„იმის გამო რომ საბჭო დაკომპლექტებული არ არის, შეგროვებული თანხებს ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება, ვიდრე დაერიცხებოდა მთავრობისავე განცხადებით, თუკი იქნებოდა საინვესტიციო საბჭო. პრობლემა იმაშია, რომ მთავრობამ მანამდე ჩაუყო ხალხს ჯიბეში ხელი და ამოაცალა ფული,  ვიდრე საბჭო დაკომპლექტდებოდა,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ლევან სურგულაძის განცხადებით, ვერ მიიღებს ფორმულირებას, რომ „მთავრობამ ხალხს ჯიბეში ხელი ჩაუყო“. მისი თქმით, ამ დრომდე საბჭოს დაკომპლექტების აუცილებლობა არ იდგა.

Related image„შევქმენით პირადი ანგარიშები და თანხას ვუსვამთ ადამიანებს პირად საპენსიო ანგარიშზე, ჩვენ ვართ ამის აღმასრულებელი ორგანო. ის, რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო, ნორმალურია, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო, დანაზოგის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რომ შეიქმნას დივერსიფიცირების პორტფელი. 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით დივერსიფიცირების პორტფელს. ყველაფერს ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს გაწერილია კანონში,“-უპასუხა სურგულაძემ ჭიაბერაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ კი სურგულაძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, სად არის გახსნილი სპეციალური ანგარიშები, კომერციულ ბანკებში თუ ხაზინაში.

ლევან სურგულაძის თქმით, კანონის მიხედვით, რადგან არ იყო საინვესტიციო საბჭო შექმნილი სააგენტოს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ინვესტიცია. სურგულაძის განცხადებით, მათ მიმართეს ეროვნულ ბანკს, რათა გაერკვიათ ჰქონდათ თუ არა ნულპროცენტიანი სარგებელის მქონე ანგარიშიდან სარგებლიან ანგარიშზე თანხების გადატანის უფლება.

„როგორც კი გვიპასუხა ეროვნულმა ბანკმა, იმავე საღამოს ჩვენ ყველა თანხას გადავიტანთ სარგებლიან ანგარიშზე. კომერციულ ბანკში. ჩვენ გვაქვს ათ კომერციულ ბანკში ანგარიში გახსნილი,“-განაცხადა სურგულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები