26 მაისი 2019,   00:18
ვრცლად
"არავის ეპატიება პოლიციელზე აგრესიული ქმედება... კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება"-კალაძე პანკისის მოვლენებზე

თბილისის მერი პანკისში მომხდარ შეტაკებებს ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ არავის ეპატიება პოლიციელზე ძალადობა და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება ქვეყნის მტერია.

„პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა  განვითარდეს, ქვეყანა წინ წავიდეს მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს ათვისებული ის წყლის რესურსი და შესაძლებლობები რომელიც ქვეყანას გააჩნია. ყველა ის ადამიანი ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას,  ენერგეტიკულ განვითარებას არის ქვეყნის მტერი. რომელ ძალის გადამეტებაზე ვლაპარაკობთ?! რაც ჩვენ იქ ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც დანაშაული მიუძღვის აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. არავის არ ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები