22 ნოემბერი 2019,   08:33
ვრცლად
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი მისი მაღალჩინოსანი მეგობრის გვარს ახსენებდა.

კითხვაზე, ხომ არ იყო ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ჩანთა მსახიობის მეგობრის, ადვოკატმა ინფორმაცია არ დაადასტურა. რაც შეეხება იმას, ჩაუდეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება ჯიბღაშვილს, ადვოკატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

მას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები