18 სექტემბერი 2019,   16:11
ვრცლად
"ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით" - ფინანსთა მინისტრი

"ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით," - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საბაჟოზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა, ამ მხრივ პრობლემურია კონფლიქტისპირა რეგიონებში.

„განსაკუთრებული პრობლემა არის ინდენტიფიცირებული კონფლიქტისპირა, მოსაზღვრე რეგიონებში. საბაჟოებზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა მთიდან, მდინარეებიდან, ტყე-ღრეში გადმოდიან. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ასევე სხვა სპეცსამსახურები კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად გაკონტროლდეს. მე მგონი, ბოლო თვეში შეინიშნება გაუმჯობესება,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები