21 აგვისტო 2019,   10:05
ვრცლად
"გახარია რას აკეთებს? უშვებს შეცდომას, მერე იხდის ბოდიშს და ამისთვის რატომ უნდა შევაქოთ?" - სერგი კაპანაძე

პანკისში შეტაკებებთან დაკავშირებით ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, პარლამენტის ვიცე სპიკერი, სერგი კაპანაძე, პასუხისმგებლობას არა მხოლოდ  შს მინისტრს, არამედ მთელს სისტემას აკისრებს.

სერგი კაპანაძე გადაცემა არჩევანში საუბრისას აცხადებს, რომ კითხვები ბევრი არსებობს და ის, რაც პანკისში მოხდა, ადასტურებს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს.

„ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა და პირველ რიგში შს მინისტრს. რა მოხდა პანკისში? პანკისში მოხდა ის, რომ ხელისუფლება რეალურად არ გვყავს. ჩამოშლილი არის ინსტიტუციები. კითხვები არის იმდენი, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. პირველ რიგში, რა უნდოდა იქ დილით ამდენ პოლიციელს? გადაწყვეტილება რომ მიიღეს, რომ ათეულობით პოლიციელი შედიოდა, რა ეგონათ, ამას რა მოჰყვებოდა? მეორე, რომ გვეუბნებიან ახლა, რომ სანამ 90% არ იქნება თანახმა მოსახლეობის, მანამდე არაფერი არ გაკეთდებაო, ეს მიდგომა მანამდე თუ იყო, ე.ი. არ იყო მოსახლეობის 90% თანახმა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი თუ მერე შეცვალეს? ანუ გამოჩნდა, რომ არათანმიმდევრული დამოკიდებულება არის. მესამე, მერე რომ იქ სპეცრაზმი გაგზავნა პანკისში, ხეობაში, სადაც სპეცრაზმმა რა გააკეთა ცოტა ხნის წინ, მაჩალიკაშვილის ამბავს ვგულისხმობ, რომელიც სენსიტიური რეგიონია, იქ რომ ამხელა სპეცრაზმს აგზავნი, ამას რომ ამხელა გართულება მოჰყვება, ამხელა ანალიზი სჭირდება? გახარია რა აკეთებს? უშვებს შეცდომას, მერე იხდის ბოდიშს, დგამს ნაბიჯს წინ, მერე დგამს ნაბიჯს უკან, აფუჭებს რაღაცას, მერე ამას ასწორებს და ამისთვის რატომ უნდა შევაქოთ, სრულიად გაუგებარია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები