19 აგვისტო 2019,   19:25
ვრცლად
"ხადორი 3" ჰესის მშენებლობა - EMC ექსპერტიზის დასკვის ხარვეზებზე საუბრობს

კვლევა, რომელიც პანკისში "ხადორი 3" ჰესის მშენებლობის საკითხს თავდაყირა აყენებს. დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც ყველა დეტალი საფუძვლიანად შეისწავლა, ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გაუქმდეს. ამისთვის კი ბევრი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. სპეციალისტის ანალიზს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს. ვრცელ დოკუმენტში წერია, რომ სამინისტრომ მშენებლობისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნებართვა, ეკოლოგიური ხარჯის ზედაპირული შეფასებით გასცა. არადა ირკვევა, რომ ჰესის მშენებლობის შედეგად ფაქტობრივად სასმელი წყლის გარეშე დარჩება სოფელ ბირკიანისა და დუისის მოსახლეობა. ეს რისკები კი სამინისტროს მიერ მომზადებულ კვლევაში გათვალისწინებული არ არის. დამოუკიდებელი ექსპერტი წერს, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღმოჩენილი ბევრი ხარვეზის გამო, სამინისტრომ კანონი დაარღვია.

"ხადორი 3" ჰესის მშენებლობის პირობებში, ალაზნის 90% ექცევა მილებში, მაგრამ დოკუმენტში ვერ ვხედავთ ვერცერთ ვალიდურ კვლევას რატომ გადაწყდა მაინცდამაინც მდინარის 90%-ის მოთავსება მილებში. ფაქტობრივად შეიძლება ისეთი მოცემულობა გვქონდეს, რომ მდინარის ზედა კალაპოტში, რომელიც ექცევა პანკისის ხეობაში, მთლიანი მდინარის რესურსი ათვისებული იყოს ამ ოთხი ჰესის მიერ და საერთოდ აღარ დაგვრჩეს წყალი,"-აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი," ეთო გვრიტიშვილი.

დღის ამბები