23 ივლისი 2019,   03:42
ვრცლად
კანონის მიღებაზე როცა მიდგება საქმე, ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს - თინათინ ბოკუჩავა სასამართლო სისტემის დახვეწაზე საუბრობს

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას დღესაც გამართავს. მონაწილეები სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებასა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას განიხილავენ.

"მიზანი არის უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლეების შერჩევა. არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა დადგენილი და ეს პროცედურა საბოლოოდ უზრუნველჰყოფს შედეგს და ამ შედეგს ყველა იხილავს ზაფხულში,"-აცზადებს ირაკლი კობახიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ დისკუსიები კანონმდებლობის დახვეწის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა საბოლოოდ მისი გათვალისწინება როგორც წესი, არ ხდება და კანონის მიღების პროს ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.

"სამწუხარო სწორედ ის არის, რომ უშუალოდ კანონის მიღებაზე როცა მიდგება საქმე ისევ და ისევ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს ხელისუფლება, რაც არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან დაცლილი სასამართლო,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები