პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას შესაძლო შერჩევით სამართალს უკავშირებს. “გირჩის“ წევრები არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აინტერესებთ, რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული.
პროკურატურისგან და სასამართლოსგან კი იმის განმარტებას ითხოვენ, იგივე შემთხვევაში სხვა ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა და რამდენს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
"გირჩი" მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაიწყონ პროცედურები იგივე დანაშაულის გამო ციხეში მსხდომი ადამიანების გასათავისუფლებლად.