„ევროპულ საქართველოში“ შს მინისტრს ამ დრომდე ელოდებიან. გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები ყავაზე ეპატიჟებიან, თუმცა გახარიას ოპოზიციისთვის პასუხი არ გაუცია. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში მისვლაზე უარი უთხრა და თავად იყო ინიციატორი ყავაზე დაპატიჟების, ელენე ხოშტარია მზად არის თავად მოუდუღოს ძალოვან მინისტრს ყავა.
სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ მინისტრისგან სერიოზული საკითხების ქილიკში გადატანა სწორი არ არის. მისი თქმით, გიორგი გახარიას კომიტეტის სხდომაზე მისვლა მოუწევს.
„სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გაურბის სერიოზულ კითხვებზე პასუხებს და მას მიაჩნია, რომ ეს საქილიკო თემაა. ვიღაცამ ყავაზე უნდა დაპატიჟოს, რომ კითხვებს პასუხები გასცეს. მას მოუწევს კომიტეტზე მოსვლაც და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ისე როგორც ვალდებულია, მოვიდეს მინისტრის საათზე და ამ რაკურსში გადატანა, რომ მაინცდამაინც ყავაზე უნდა მოვიდეს ჩვენთან, არის არასწორი,“- ამბობს სერგი კაპანაძე.