20 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში ამ დრომდე 500-ზე მეტი ადამიანი რჩება. ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან დაითხოვა უშიშროების სასმსახურის ყველა ხელმძღვანელი პირი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერაქტებამდე ინდოეთის სპეც სამსახურებმა შრი-ლანკელ კოლგებს ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობაც კი აცნობეს. სპეცოპერაცია შრი-ლანკაზე ამ დრომდე გრძლდება.

გასულ ღამეს სამართალდამცველებმა ისლამიტების 18 კაციანი ჯგუფი დააკავეს. სულ ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით 58 პირია დაკავებული.

ტერაქტების სერია, რომელიც ისლამისტებმა შრი-ლანკაზე აღდგომის დღეს ეკლესიებსა და სასტუმროებში განახორციელეს ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

დღის ამბები