18 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
ესპანეთმა რუსეთს კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის გადაცემის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

ესპანეთი რუსეთისგან კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის გადაცემას ითხოვს. ქვეყნის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის გადაცემის მოთხოვნით რუსეთს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა.

38 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი კრიმინალურ საქმიანიბას ესპანეთის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში ეწეოდა. გამოძიება მას უკანონო გზით მოპოვებული კაპიტალის ესპანეთის ტერიტორიაზე გათეთრებას ედავება.

ტარიელ ონიანს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. პორკურატურა მისთვის 50 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის დაწესებასაც მოითხოვს.

დღის ამბები