20 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
სამგლოვიარო მსვლელობა ერევანში - სომხეთში 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ერევანში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სომხების მასობრივი მკვლელობის წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს. 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი სომხეთის დედაქალაქის ათასობით მაცხოვრებელმა ანთებული ჩირაღდნებით და ეროვნული დროშებით მიაგო.

მსვლელობის მონაწილეებმა თურქეთის დროშა დაწვეს. ოფიციალური ერევანი თურქეთისგან სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას მოითხოვს. თურქეთის ხელისუფლება 1915-16 წლებში 500 ათასამდე ეთნიკურად სომეხის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გენოციდის აღიარებაზე უარს ამბობს.

დღის ამბები