20 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
ტერეზა მეი ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

ტერეზა მეი ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
“უკრაინამ დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად რუსული აგრესიის შეკავებაზე უნდა იმუშაოს,” -ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტთან სატელეფონიო საუბრის დროს განაცადა.

ტერეზა მეის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ დიდი ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძლებეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოიბის მხარდაჭერას.

იმავე დღეს სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმირ ზელენსკისა და ანგელა მერკელს შორის. გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და გერმანიაში მიიწვია. მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა უკრაინას ნატო-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგი ვლადიმირ ზელენსკის ალიანსის შტაბ-ბინაში უახლოეს მომავალში ელოდება.

დღის ამბები