20 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
„ჩვენ არ გვითქვამს, რომ თანახმები ვართ და აშენდეს ჰესი" - პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არც ერთი ადგილობრივი ჯერ-ჯერობით სამართალდამცველებს დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამოძიება დაწყებულია, თუმცა პანკისელები ამბობენ, რომ საქმეში მხოლოდსპეც რაზმელების და პოლიციის ჩვენებები დევს.

ადგილობრივების შეფასებით, დაპირისპირება სამართალდამცველებთან მათთვის პროტესტის მისაღები ფორმა არ არის, თუმცა თუ პოლიცია მათ დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს, რადგან წინააღმდეგობა სპეცრაზმს ყველა მაცხოვრებმა გაუწია.

პანკისის მოსახლეობა საგანგებოდ შეიკრიბება და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარის, ზელიმხან წუწაშვილის თქმით, მათ არ უთქვამთ, რომ ხეობაში ჰესის აშენების მომხრეები არიან.

„ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ თანახმები ვართ და აშენდეს ჰესი. არცერთ სიტყვა არ არის ამოსული პირიდან. რაც გვაბრალებენ, ჩემთვის ეს უცნობია. ჩვენ ზოგიერთი ხალხი ბრალს გვადებს, ვითომ, ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, ჩვენ შევაცდინეთ ხალხი, რომ ვითომ, ჩვენ ვართ თანახმები, აშენდეს ჰესი. ამის გულისთვისაც გვინდა ხალხს შევხვდეთ. სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი, კომპრომისი იყოს, მოლაპარაკება ჩატარდეს და იყოს მშვიდობა. არეულობა არ გვინდა. არეულობას უნდა ვერიდოთ,“ - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები