19 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ზუგდიდში მცხოვრებ ქალთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები - სანდრა რულოვსი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

ზუგდიდში მცხოვრებ ქალთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები - ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. საუბრისას გამოიკვეთა, რომ მთავარი პრობლემა სამეგრელოს რეგიონში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობაა.

სანდრა რულოვსის თქმით, ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის რეგიონში შესაბამისი სერვისების შექმნა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„მირჩიეს რომ აი, ზუგდიდშიც მესაუბრა ქალებთან ცალკე, როგორც ფოკუს ჯგუფების ფორმატში, რომ გამეგო ყველაზე დიდი პრობლემა რა არის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება აფხაზეთს და ძალიან ბევრი ქალი აფხაზეთში, როცა სჭირდებათ სერვისები გადმოდიან ზუგდიდში და ამიტომაც, ზუგდიდი უნდა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეგიონალური ქალაქი,“- განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები