25 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
"აბსოლუტურ უმრავლესობაში არის განწყობა, რომ უნდა მოხდეს მხარდაჭერა ოპოზიციური სპექტრის" - შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს შეხვდა

"ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად, მოქალაქეებს ორბელიანის ქუჩაზე შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში, მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. შავგულიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" არც ერთი დანაპირები არ შეასრულა, რისთვისაც საკმარისი დრო ჰქონდა და საზოგადოებაში უკვე რეალურად არის ცვლილებების განწყობა.

„არც ერთი დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს გაცემული არ შეასრულა. არ შეასრულა სამართლის სფეროში სამართლის მოტანის დაპირება, არ შეასრულა ეკონომიკის სფეროში დაპირებები, აღარ ჩამოვთვლი ეს იაფი ფული, სამუშაო ადგილები და ა.შ. და რა თქმა უნდა საზოგადოებამ საკმაოდ ადროვა „ქართულ ოცნებას“ და ახლა უკვე არის აბსოლუტურ უმრავლესობაში განწყობა აი რა შეხვედრებიც მაქვს, განწყობა იმის, რომ უნდა მოხდეს ცვლილება და მხარდაჭერა ოპოზიციური სპექტრის,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები