24 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
ყაჩაღობა სამეგრელოში - მარტვილის რაიონში მოქალაქეს თავს სამი ნიღბიანი დაესხა

ყაჩაღობა სამეგრელოში - მარტვილის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთი მოქალაქეს თავს სამი ნიღბიანი დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით კი ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ერთი თავდამსხმელი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა, სხვა ბრალდებულების დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები