17 სექტემბერი 2019,   13:18
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის სასამართლო განხილვა 17 მაისს გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის  პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა 17 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მოისმინა.

ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობის ამსახველ ვიდეომტკიცებულებებს და ასევე, დაცვის ხმარის განმარტებებს სასამართლო უკვე მომდევნო პროცესზე განიხილავს.

„ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდება ის გარემოება, რომ ბრალდებულს ნამდვილად აქვს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი,"- განაცხადა საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების გამო აღიძრა, როდესაც ის თავს დაესხა ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს. გეგა გეგეშიძე აღნიშნული ინციდენტის გამო დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობა კვლავ გააგრძელა.

დღის ამბები