20 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც საქართველოში საფრთხე ემუქრება - ჟურნალისტები, არასამათავრობოები და მედიაორგანიზაციები კონფერენციას მართავენ

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც საქართველოში საფრთხე ემუქრება - ამ თემაზე ამ წუთებში საგანგებო შეკრება იმართება. ჟურნალისტები, მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები და არასამთავრობოები სპეციალურ კონფერენციას მართავენ და იმ გეგმებზე მსჯელობენ, რომელიც ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო ნაბიჯებს უნდა დაუპირისპირონ. 

კონფერენცია პერფორმანსით დაიწყო, რომელიც სიტყვის თავისუფლებას მიეძღვნა.

„ცილისწამების თაობაზე, რეპუტაციის შელახვის თაობაზე საუბარი დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2014 წელს. ამ საკითხზე საუბრობდნენ პოლიტიკოსები, ამ საკითხზე საუბრობდა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტიც, ისაუბრა პატრიარქმაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი, ჩვენ ყველანაირად დავიცავთ გამოხატვის თავისუფლების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც საქართველოში არის,“ - განაცხადა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სასტუმრო კომპლექს "King David"-ში იმართება და ის ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ​(IDFI), ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით.

დღის ამბები