24 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული" - ნათია მეზვრიშვილი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ჯიბღაშვილი უწყებისთვის ჩვეულებრივი ბრალდებულია. 

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოთხოვნა პროკურატურის პრეროგატივაა.

მისი განცხადებით, რატომღაც საზოგადოებას აღკვეთის ღონისძიება სასჯელში ერევა. მეზვრიშვილმა იურიდიული პროცედურები განმარტა. 

დაკავშირებული სურათი„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით. პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც, სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და ა.შ. არ ვცდილობ არაფრის ახსნას, მაგრამ ვცდილობ, რომ იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს. ავტომობილიდან ამოღებულია კოკაინი, ექსტაზი და მარიხუანა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები