17 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
არ ვიცოდით, რომ არ გვქონდა უფლება - ფონდი, რომელმაც იუსტიციის საბჭოში გასამწესებლად ხარებავა კანონდარღვევით წარადგინა, განმარტებებს აკეთებს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად ზაზა ხარებავა პარლამენტს საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთმა“ წარუდგინა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ზაზა ხარებავა პარლამენტმა კანონდარღვევით გაამწესა იუსტიციის საბჭოში, რადგან მის წარმდგენ ორგანიზაციას უნდა ჰქონოდა იურიდიული საქმიანობის გამოცდილება. გაირკვა, რომ ფონდი „აფხაზეთი“ ამჟამად დაკავებულია მიკროსაფინანსო საქმიანობით  და მას იურიდიული გამოცდილება არ აქვს. ფონდში განმარტავენ, რომ მათ ზაზა ხარებავასთან ჰქონდათ მხოლოდ საქმიანი ურთიერობა და არ იცოდნენ, რომ მისი საბჭოში გამწესების მოთხოვნით წარდგენის უფლება არ ჰქონდათ.

„ჯერ ერთი და ვიცნობდით მას, გვქონდა რაღაც კავშირები. ხშირად გვიწევდა ან მოსარჩელის როლში ან მოპასუხის როლში შეხვედრები და ვიცოდით, რომ ეს პიროვნება იმსახურებდა მხარდაჭერას. ეგ ახლა ჩემთვის არავის განუმარტავს მაგრამ მე მგონი კავშირი ჰქონდა სამართალთან და ამიტომ ჩვენ არ ჩავთვალეთ, რომ არ გვქონდა უფლება მიგვეღო ამაში მონაწილეობა. ჩვენ კონკრეტულად არც მუხლი ვიცოდით და არც არავის არ უთქვია ეს ჩვენთვის,“- განაცხადა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ”აფხაზეთის” გამგეობის თავმჯდომარემ ალე გამახარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები