20 მაისი 2019,   09:37
ვრცლად
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან - საკითხზე მედიის წარმომადგენლები მსჯელობენ

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც საქართველოში საფრთხე ემუქრება და გეგმავს თუ არა ხელისუფლება კანონებში ცვლილების შეტანას, რომელი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. ამ თემაზე საგანგებო შეკრება ამ წუთებში სასტუმრო ქინგ დევიდში მიმდინარეობს.

ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები და არასამთავრობოები, სპეციალურ კონფერენციას მართავენ და იმ გეგმაზე მსჯელობენ, რომელიც ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო ნაბიჯებს უნდა დაუპირისპირონ.

კონფერენცია პერფორმანსით დაიწყო, რომელიც სიტყვის თავისუფლებას მიეძღვნა.

„არის მცდელობა ყალბი ინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით, ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით მოხდეს ხელყოფა ამ უფლების. ერთის მხრივ არის პრეზიდენტის ინიციატივა, მეორე მხრივ საპატრიარქოს ინიციატივა და ეს იქნება ძალიან სარისკო გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუმჯობესების მხრივ და მიმართული იქნება პირველ რიგში კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ,“-განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა. 

დღის ამბები