19 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით მიიღებენ - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა 

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტის გამარტივებული წესით მიღების კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა და დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად მიიღეს. ცვლილების თანახმად, განაცხადის განხილვის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, მოსკოვი დონბასში პასპორტების დარიგებით ქვეყანაში შესაჭრელად საფუძველს ამზადებს, როგორც ეს საქართველოში გააკეთა.

დღის ამბები