24 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი, პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს 

ხმაურიანი საპროტესტო აქცია ზუგდიდში - დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი, მის გათავისუფლებას ითხოვს. მათი თქმით, ბრალდებული უდანაშაულოა. 

აქციის მონაწილეები ოლქის პროკურორთან შეხვედრასაცაც მოითხოვდნენ.  თუმცა მათ პროკურორი ილია ჯალაღანია მხოლოდ 2 საათიანი პროტესტის შემდეგ შეხვდა. ოჯახმა ოლქის პროკურორისგან დაპირება მიიღო, რომ საქმის დეტალებს თავიდან შეისწავლიან.

„ქრთამი აიღე სვანიძისგან... გაათავისუფლონ ჩემი შვილი, ამას ვითხოვ. უდანაშაულოა. არ ჩავატარებინებთ არჩევნებს,“ - განაცხადა ბესიკ დგებუაძის დედამ, მანანა მითაგვარიამ.

აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც იმყოფებოდა. ანი წითლიძის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დგებუაძის საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

ბესიკ დგებუაძეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლომ ორ თვიანი პატიმრობა 20 დღის წინ მიუსაჯა. დაკავებულს პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

შემთხვევა 2018 წლის 21 ნოემბერს მოხდა, როცა ქალაქის ცენტრში ბიზნესპარტნიორებს შორის საქმის გარჩევას ჯერ ფიზიკური დაპირისპირება და შემდეგ სროლა მოყვა.

სროლის შედეგად ბესიკ დგებუაძე დაიჭრა. პოლიციამ ასევე კიდევ ერთი პირი, დავით სვანიძეც დააკავა.

დღის ამბები